მმართველობა

სკოლის მმართველობითი სისტემა

სკოლის დირექტორის ხედვა და მართვის სტილი
 
სკოლას მიაჩნია, რომ მაღალი სტანდარტების დამკვიდრება შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოში. სწორედ ამიტომ, სკოლა საგანმამნათლებლო ლიდერობას აღიარებს როგორც ძირითად ორიენტირს. სკოლის ხელმძღვანელობის ხედვა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების და ეროვნული სასწავლო გეგმით გასაზღვრულ ღირებულებებს და მისაღწევ შედეგებს, ითვალისწინებს მოსწავლეების და თანამშრომლების ინტერესებს, მოსაზრებებს და ამასთან, ახალისებს ინოვაციურ მიდგომებს მართვაში და სწავლებაში. მოსწავლეების წარმატებებს და პოზოტიურ ქცევას ხელი უნდა შეუწყოს სასწავლო პროცესში ეფექტური მიდგომების შემუშავებამ, სკოლაში უსაფრთხო, წამახალისებელი, კეთილგანწყობილი და თანასწორულფლებიანი გარემოს შექმნამ.

სკოლის ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ მინიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა მოტივირებას, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარების გეგმების დასახვაში. მართვის ეფექტურობის გასაზომად სკოლა უზრუნველყოფს შესაბამისი მონიტორინგის და შეფასების მექანიზმების შემუშავებას, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენას და სწორ ინტერვენციას. სკოლის დირექტორს ეფექტური და ეფექტიანი მართვისათვის ფუნქციები ნაწილობრივ დელეგირებული აქვს მოადგილეებზე საოპერაციო და აკადემიური მიმართულებებით.

სტრუქტურა

სკოლის პერსონალი

მაღალი ხარისხი მიიღწევა მაღალკვალიფიციური პერსონალით. სკოლისთვის პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვა და მისი მუდმივი განვითარებისავის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. სასწავლო პროცესში შედეგების მიღწევას ხელს უწყობს საგნობრივი დეპარტამენტების საქმიანობა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მაღალი ხარისხი, ხოლო სასწავლო პროცესის ეფექტიან ადმინისტირებას - თანამშრომელთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები და მათი მაღალი კომპეტენცია.
 
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა

სკოლაში დანერგილია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მოიაზრებს შესაბამის მექანიზმებს - პროცედურების, წესების, კრიტერიუმების და ინსტრუმენტების სახით, რაც საქმიანობის ხარისხის კონტროლის და გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.