თეატრალური წარმოდგენები

როლური თამაშები, სპექტაკლები, გახმოვანება, ფილმი - ეს ის აქტივობებია, რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთესად ისწავლონ და გაითავისონ გარკვეული საკითხები, ფიზიკური აქტივობით გაეცნონ სხვადასხვა ნაწარმოებს, აზრსა თუ თეორიას/შეხედულებას. წიგნის წაკითხვა უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როცა ადამიანი თვითონ ხდება ამ წიგნში მოყვანილი ამბის ნაწილი - სპექტაკლში როლის თამაშით ან ფილმის გახმოვანებით.

სკოლის გუნდს სასწავლო ცენტრ - unique learning-თან თანამშრომლობით არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, სპექტაკლის დადგმის, მულტფილმების გახმოვანების და ფილმების გადაღების სახით.

კმაყოფილების მაღალი დონის და მიღწეული შედეგების გათვალსიწინებით, სკოლა გეგმავს კვლავ განახორციელოს ასეთი ინგლისურენოვანი პროექტები, რაც სხვა მნიშვნელოვან უნარებთან ერთად, ჩვენი მოსწავლეების ინგლისური ენის კომპეტენციას კიდევ უფრო აამაღლებს.

სკოლის ადმინისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ადმინისტრაცია

ჭავჭავაძის 33ა

032 200 12 43

სამუშაო საათები:

ორშ-პარ: 09:00 - 18:00