სწავლა-სწავლება

"ოქლიფის სკოლის" ქართულენოვანი პროგრამა შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ქართული კურიკულუმი მთლიანად მოიცავს იმ საგნებს, რაც ამ გეგმით არის გათვალისწინებული. ამის გარდა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ესგ-თი გაუთვალისწინებელ დამატებით სავალდებულო და არასავალდებულო საგნებს.

ეს პროგრამა განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ მოხვდნენ გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე ბიზნესის, ფინანსებისა და პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ბიზნესის, მარკეტინგის, მეწარმეობის, ოპერაციების მართვის, ფინანსების, პოლიტიკური მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა საბაკალავრო პროგრამებზე. ეს პროგრამა შეიმუშავა საქართველოში ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ოკლიფის სკოლასთან თანამშრომლობით.

2022-2023 წლის სასკოლო სასწავლო გეგმა

სახელმძღვანელოები (2022-2023 სასწავლო წელი)