აღმოვაჩინოთ ძველი და ახალი საქართველო

ექსკურსიები

ექსკურსიები

სკოლა იაზრებს საქართველოში არსებული კურტურული მემკვიდრეობის ცოდნის მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ მოსწავლეს სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის გარდა აკადემიური ცოდნისა, ესაჭიროება, იცოდეს თუ რა განძს ფლობს ეროვნული მუზეუმი, რა მნიშვნელობა აქვს ქვევრს ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში, რას გვეუბნება გამოქვაბულების ქალაქების არსებობა საქართველოში, რა ღირებულება ჰქონდა დმანისის აღმოჩენას და სხვა.
ქართული კულტურის გაცნობა იწყება საკლასო ოთახში, სადაც მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს სხვადასხვა ნივთის, ლოკაციის ან აღმოჩენის მნიშვნელობას, მაგრამ ეს სრულყოფილი ვერ იქნება თუ მოსწავლემ საკუთარი თვალით არ ნახა და ხელით არ შეეხო მას. ამისთვის, სკოლა გეგმავს რომ მოსწავლეს გააცნოს და აჩვენოს, ყველა ის უმნიშვნელოვანესი ქართული არტექფაქტი, რამაც დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში და რითაც საქართველომ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სკოლის ადმინისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

ადმინისტრაცია

ჭავჭავაძის 33ა

032 200 12 43

სამუშაო საათები:

ორშ-პარ: 09:00 - 18:00