დირექტორის მიმართვა

"ჩვენთან სწავლის დაწყებიდან მას შემდეგაც კი რაც ჩვენთან აღარ ისწავლით, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერასა და დახმარებას. ჩვენ გვჯერა, რომ სწავლება არ არის პროცესი, რომელსაც აქვს საწყისი და დასასრული. ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. ამრიგად, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მას შემდეგ რაც მოსწავლე ჩვენი სკოლის წევრი გახდება, ის გვიერთდება მოგზაურობაში, რომელიც არასოდეს მთავრდება."

"ჩვენ გაწვდით გლობალურ განათლებას, რომელიც აბალანსებს აკადემიურ მიღწევებსა და პიროვნულ განვითარებას, სიძლიერესა და ლიდერობას."

ძვირფასო მოსწავლეებო! 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ოქლიფის სკოლაში".

მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური განვითარება იწვევს სოციალური სტრუქტურის ცვლილებას. ამ პროცესის ყურადღებით შესწავლა აუცილებელია ახალი სოციალური სტრუქტურის სათანადოდ გასააზრებლად, რაც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ხალხთან დაკავშირების და მათი სურვილებისა და საჭიროებების დადგენის გარეშე, შეუძლებელი იქნება ისეთი პროდუქტის ან მომსახურების შექმნა, რომელიც ხალხს სჭირდება. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, რომლებიც არც ისე ცოტაა. საქართველო მსოფლიოში არცერთი მიმართულებით არ ლიდერობს. ჩვენ მოკრძალებულ როლს ვხედავთ მომავალი თაობების აღზრდაში, რომლებსაც ხელს შევუწყობთ გახდნენ მომავლის ლიდერები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გააუმჯობესონ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობენ.

ჩვენი სკოლის მისიაა აღვზარდოთ მომავალი თაობები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მსოფლიოს სოციალურ და ეკონომიკურ გაუმჯობესებაზე. ამ ხედვის შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ დამოუკიდებელი მოაზროვნეები, რომლებიც საზოგადოების გაუმჯობესებას მოემსახურებიან. სკოლის კურსდამთავრებულები უნდა განასხვავონ სხვა სკოლის კურსდამთავრებულებისგან თავიანთი წესიერებით, გულახდილობითა და დამოუკიდებულებით. ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური მიდგომის გარეშე. ჩვენ გამოვავლენთ და ვიპოვით მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს და გავაძლიერებთ მათ, იმისთვის რომ გახდნენ მომავალი ლიდერები და დადებითი გავლენა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე.

მაია გურგენიძე

დირექტორი

გაიგეთ მეტი

განათლების
ფილოსოფია

მმართველობა

რეგულაციები