პარტნიორები

ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში 

"ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში" 2020 წელს დაარსდა "ბუკინგემის უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით.

„ბრიტანული უნივერსიტეტი“ სტუდენტებს სთავაზობს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და საერთაშორისო მოსამზადებელ პროგრამებს. „ოქლიფის სკოლა“ და „ბრიტანული უნივერსიტეტი“ ერთმანეთთან თანამშრომლობით საშუალებას აძლევენ ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება.

English Book Education 

English Book Education განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან EBE ნერგავს ინოვაციებს, თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს ინგლისურის სწავლების მიმართულებით საქართველოში. EBE-ს მიერ მრავალი პროექტი განხორციელდა დიდი ბრიტანეთის აკადემიურ გამომცემლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„ოქლიფის სკოლა“ English Book Education-თან ერთად ხელს შეუწყობს ქართული სასკოლო განათლების სისტემის განვითარებას.

International Foundation Group 

International Foundation Group მოსწავლეებს სთავაზობს პროგრამებს, რომლებიც ეხმარება მათ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში.

Oakleaf-ის სკოლა IFG-სთან თანამშრომლობით მოსწავლეებს სთავაზობს საერთაშორისო მოსამზადებელ პროგრამებს ბიზნესის მენეჯმენტსა და სოციალურ მეცნიერებებში. პროგრამების დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, სწავლა ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ. IFG-ის პროგრამები მსოფლიოს 12 ქვეყანაში ისწავლება.