ქართული კურიკულუმი

"ოქლიფის სკოლის" ქართულენოვანი პროგრამა შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ქართული კურიკულუმი მთლიანად მოიცავს იმ საგნებს, რაც ამ გეგმით არის გათვალისწინებული. ამის გარდა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ესგ-თი გაუთვალისწინებელ დამატებით სავალდებულო და არასავალდებულო საგნებს.

თეორიული ცოდნის მიწოდებისთვის სკოლა აცნობიერებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებისა და ფასეულობების განვითარების მნიშვნელობას. "ოქლიფის სკოლა" მიზნად ისახავს განუვითაროს მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და კვლევის უნარები, ასწავლოს მათ, როგორ მართონ დრო და სივრცე და დაგეგმონ საკუთარი მომავალი, განავითარონ თავიანთი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკა. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ, გახდნენ კონკურენტუნარიანი ინდივიდები და სრულფასოვანი მოქალაქეები.

სკოლისთვის პრიორიტეტულია მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ ამოიცნონ ინიციატივები და როგორ აქციონ ისინი მოქმედებად.

სამეწარმეო უნარები მოიცავს კრეატიული მიდგომის, ინოვაციების და რისკების აღების, ასევე დასახული მიზნის მისაღწევად პროექტების დაგეგმვისა და მართვის უნარს. მეწარმეობის საფუძვლების გააზრება ფართო ასპარეზია მოსწავლისთვის, რათა დაგეგმოს, განავითაროს და განახორციელოს ინოვაციური იდეები. ასეთი უნარების მქონე თითოეული ადამიანი ხდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი, რაც თავის მხრივ ზრდის მის სამოქალაქო მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს.

საგნები:

სახელმწიფო ენა

მათემატიკა

უცხო ენები

სპორტი

ქართული ენა და ლიტერატურა

მათემატიკა

I უცხოური ენა (ინგლისური)
II უცხოური ენა (გერმანული/იაპონური)

სპორტი

სოციალური მეცნიერებები

ისტორია

 

საქართველოს ისტორია

გეოგრაფია

მოქალაქეობა

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

არჩევითი საგნები

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

საზოგადოებრივი გეოგრაფია

თანამედროვე დასავლური ლიტერატურა

XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

ესგ-თი გაუთვალისწინებელი დამატებითი სავალდებულო მომსახურეობა

დამატებითი არასავალდებულო საგნები

აკადემიური ინგლისური

ბიზნეს ინგლისური

ბიზნეს მენეჯმენტი

კარიერული დაგეგმვა

SAT

გამოცდებისთვს მოსამზადებელი პროგრამა (IELTS/TOEFL)

სასწავლო პროცესი დაფუძნებულია შემდეგ მიდგომებზე:
სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა
თითოეული ჩვენი სტუდენტი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებითა და სწავლის სტილით. ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ სწავლების პროცესში.
პოზიტიური სასწავლო გარემო
პოზიტიური ურთიერთობები და ინტერაქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში. თითოეული მოსწავლე თავს გრძნობს აღიარებულად და მასწავლებელთან თანამშრომლობით პასუხისმგებელია საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.
თანასწორობა
თანასწორობა დიდ როლს ასრულებს პოზიტიური ატმოსფეროს შექმნასა და მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. თანასწორობის მისაღწევად სასწავლო პროცესი მრავალფეროვანია, გამოიყენება ინდივიდუალური მიდგომები, მეთოდები და აქტივობები.
საკითხების სიღრმისეული შესწავლა
ეს არის ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანი განხილვა განსხვავებულ კონტექსტში, რაც ავითარებს მოსწავლეების უნარს განიხილონ საკითხი სხვადასხვა პერსპექტივიდან, გამოავლინონ ურთიერთდამოკიდებულებები და საერთო ასპექტები.
სტუდენტების მოტივირება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა სკოლისთვის, რის გამოც სკოლა ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეს, გააცნობიეროს თითოეული ამოცანისა და დავალების მიზანი და დაადგინოს მისი რეალურ ცხოვრებასთან კავშირი.
თანაბარი ჩართულობა
ყველა მოსწავლე თანაბრად უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, არამედ უნდა შეეძლოთ ერთმანეთის დახმარება.