თამარ ყიფიანი
ისტორია, საქართველოს ისტორია
თამარ ყიფიანი ოქლიფის სკოლაში ისტორიასა და საქართველოს ისტორიას ასწავლის
თამარმა განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, არქეოლოგიის სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თამარს აქვს განათლების სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება.
მისი ავტორობით გამოიცა „მსოფლიო ისტორიის ატლასი’’, რომელშიც განხილულია მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და წარმოდგენილია ორიგინალური რუკები.
თამარს დიდი სურვილი აქვს, თავისი ცოდნა და გამოცდილება მოსწავლეებს გაუზიაროს, ასწავლოს მათ კრიტიკული აზროვნება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყოს მათი მეგობარი.