Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

მაია გურგენიძე

სკოლის დირექტორი
მაია გურგენიძე

მაია გურგენიძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. 1995-2000 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე: „ლექსი და პოეზია, ტექსტის დისტინქციური კატეგორიის შესახებ“. 

პროფესორმა მაია გურგენიძემ ფილოლოფიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი და ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი პროფესიული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს: ლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა და დარგობრივი ენების სწავლების მეთოდიკა ასევე თარგმანის ლინგვისტური მოდელები, ლექსიკური ეკვივალენტურობა, თარგმანის ადეკვატურობა, თარგმანის ფუნქციონალური თეორია, თარგმანმცოდნეობის ისტორია, დარგობრივი ენის განვითარების სოციოლინგვისტური და ინტერკულტურული ასპექტები. იგი აქტიურად თანამშრომლობს ენის სფეროს სხვა მიმართულებების მკვლევარებთანაც. კერძოდ, ლექსიკოლოგიასა და სემანტიკაში, ფრაზეოლოგიასა და სტილისტიკაში. 

პროფ. მაია გურგენიძე ოცდაათზე მეტი კონფერენციისა და სამუშაო სემინარის მონაწილე და საორგანიზაციო კომიტეტის წევრია. საერთაშორისო პროექტის მონაწილე ინგლისურის, როგორც დარგობრივი და პრაქტიკული ენის სწავლების კუთხით. მეისეის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი. ის არის მაკმილანის ორი სახელმძღვანელოს თანა-ავტორი. 

პროფ. მაია გურგენიძე ენასა და, ზოგადად, სხვადასხვა ლინგვისტურ საკითხებთან დაკავშირებული ბევრი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია.