Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

"უხილავი შეთანხმება": დოკუმენტური ფილმი პროფესიების შესახებ

"უხილავი შეთანხმება": დოკუმენტური ფილმი პროფესიების შესახებ

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელებმა სკოლის დასრულებასთან დაკავშირებით გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი პროფესიების შესახებ: "Invisible Agreement".

ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომ მოსწავლეებს გავუზიაროთ ცოდნა სხვადასხვა პროფესიების შესახებ და მივცეთ შესაბამის პროფესიებში განვითარების შესაძლებლობები.

ფილმის იდეა ეფუძნება ოქლიფის სკოლის მისიასა და მიზნებს. ეს არის ახალი სიტყვა სკოლის ისტორიაში, რომელსაც ძალიან დიდი გაგრძელება ექნება.

ფილმის გადაღების პროცესში მოსწავლეები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სხვადასხვა პროფესიების ცნობილ წარმომადგენლებს, სიღრმისეულად შეისწავლეს და გაიგეს მეტი კონკრეტული სპეციალობების შესახებ.

რესპონდენტები

  • ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი

  • ზაზა მარჯანიშვილი, კომპოზიტორი

  • ზაქარია ჭელიძე, ფოტოგრაფი

  • მიხეილ გურგენიძე, ბიზნესმენი

  • ლაშა გურული, მოკრივე

  • მირიან სულაკაური, მზარეული

დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ რესპონდენტს ფილმში მონაწილეობის მიღებისთვის. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფილმის რეჟისორს, გიორგი ხოსიტაშვილს გაწეული შრომისთვის. ჩვენს კურსდამთავრებულებს კი უამრავ წარმატებას ვუსურვებთ თავიანთ პროფესიებში.