DP საგნები, რომლებსაც ოქლიფის სკოლა გთავაზობთ
ოქლიფის სკოლაში IB-ის სადიპლომო პროგრამაზე ვთავაზობთ შემდეგ საგნებს:
ენა და ლიტერატურა: ქართული ლიტერატურა (HL და SL)
კურსის ფარგლებში მოსწავლეები:
შეისწავლიან მსოფლიო ლიტერატურის მრავალფეროვან ნიმუშებს
განივითარებენ კრიტიკული აზროვნებისა და ინტერპრეტაციის უნარებს
ისწავლიან საკუთარი იდეების ეფექტურად გადმოცემას როგორც ზეპირად, ისე წერილობით
დააფასებენ ლიტერატურული გამოხატვის შემოქმედებით მხარეს
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL): მინიმალური საათების რაოდენობა - 150 საგაკვეთილო საათი. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ მინიმუმ 7 სალიტერატურო ნაშრომი.
მაღალი დონე (HL): მინიმალური საათების რაოდენობა - 240 საგაკვეთილო საათი. მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ მინიმუმ 10 სალიტერატურო ნაშრომი.
ენის შესწავლა: ინგლისური ენა (HL და SL)
კურსის ფარგლებში მოსწავლეები:
გააძლიერებენ ენობრივ უნარებს: აღქმითს (მოსმენა და კითხვა), გამომსახველს (ლაპარაკი და წერა) და ინტერაქციულს (საუბარი და დისკუსია).
შეიძენენ სიღრმისეულ ცოდნას იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ენა სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა მიზნებისთვის.
გაიმდიდრებენ როგორც ლექსიკურ მარაგს, ისე გრამატიკულ ცოდნას და შეისწავლიან, როგორ ადაპტირდება ენა აუდიტორიის, კონტექსტისა და მიზნის შესაბამისად.
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL): რეკომენდირებულია 150 საგაკვეთილო საათი
მაღალი დონე (HL): რეკომენდირებულია 240 საგაკვეთილო საათი
ინდივიდები და საზოგადოებები: გეოგრაფია (HL და SL)
კურსის მიზანია მოსწავლეებს დაეხმაროს:
გააცნობიერონ ადამიანებს, სივრცეებს, გარემოსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთკავშირები სხვადასხვა მასშტაბზე
განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და შეაფასონ რთული გეოგრაფიული პრობლემები
შეისწავლონ, როგორ აყალიბებს საზოგადოებრივი და ბუნებრივი პროცესები მსოფლიოს
შეიმუშავოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე, გეგმაზე და მდგრად პრინციპებზე დაფუძნებით
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL): საფუძვლიანი კურსი, რომელის იკვლევს ძირითად თემებსა და შემთხვევებს
მაღალი დონე (HL): უფრო გაღრმავებული და კომპლექსური კურსი, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც მეტი სპეციალიზაციისკენ ისწრაფვიან
ინდივიდები და საზოგადოებები: ფსიქოლოგია (HL და SL)
კურსის მიზანია:
შეისწავლოს ბიოლოგიური, კოგნიტური და სოციო-კულტურული გავლენები მენტალურ პროცესებსა და ქეცევაზე
გამიიყენოს ეს მიდგომები მინიმუმ ერთ შესასწავლ საკითხში, როგორიცაა ჯანმრთელობის, პათოლოგიური ან განვითარების ფსიქოლოგია
შეაფასოს კვლევითი მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ფსიქოლოგიურ კვლევევბში
ხაზი გაუსვას ეთიკური პრაქტიკის მნიშვნელობას ფსიქოლოგიურ კვლევებში და უზრუნველყოს, რომ მოსწავლის ყველა ნაშრომი ემყარებოდეს ეთიკურ სტანდარტებს
წაახალისოს მოსწავლეები იფიქრონ იმაზე, როგორ შეუძლია ფსიქოლოგიურ ცოდნას რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემა და დადებითი წვლილის შეტანა
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL): შესავალი ძირითადი კონცეფციებისა და პრაქტიკული კვლევების მიმართულებით
მაღალი დონე (HL): მოიცავს უფრო სიღრმისეულად გამოკვლეულ მასალას და დამატებით კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას
მეცნიერებები: კომპიუტერული მეცნიერება (HL და SL)
კურსის მიზანია:
კონცეპტუალურად გაიაზრონ კომპიუტერული სისტემები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემები
დაეუფლოს ალგორითმულ აზროვნებასა და კომპიუტერულ პროგრამირებას
შეისწავლოს კომპიუტერული აზროვნების პროცესის გამოყენება რეალური პრობლემების გააანალიზებასა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
შეისწავლონ ისეთი რთული საკითხები, როგორიცაა მანქანური სწავლება
შეაფასოს ტექნოლოგიის ეთიკური, ეკოლოგიური, კულტურული და საზოგადოებრივი გავლენები
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL)
მაღალი დონე (HL)
მათემატიკა: პრაქტიკული გამოყენება და ანალიზი (HL და SL)
კურსის მიზანია:
განავითარონ ცნობისმოყვარეობა, ინტერესი და თავდაჯერებულობა მათემატიკის გამოყენებისას
გაიაზროს და გამოიყენოს ძირითადი მათემატიკური ცნებები და პრინციპები
მიაწოდოს მათემატიკური ინფორმაცია გასაგებად სხვადასხვა ფორმატსა და კონტექსტში
გააძლიეროს ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები
გამოიყენოს და გადაიტანონ მათემატიკური ცოდნა ახალ სიტუაციებსა და სხვა სფეროებში
გაიაზროს, როგორ გავლენას ახდენენ მათემატიკა და ტექნოლოგია ერთმანეთზე და როგორ განსაზღვრავენ თანამედროვე მსოფლიოს
გააანალიზონ მათემატიკის ეთიკური, კულტურული და ისტორიული განზომილებები
თანამშრომლობითა და დამოუკიდებელი მუშაობით გააღრმავონ მათემატიკური ცოდნა
კურსი შემოთავაზებულია ორ დონეზე:
სტანდარტული დონე (SL)
მაღალი დონე (HL)