ოქლიფის სკოლის ქართულენოვანი პროგრამა შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ქართული კურიკულუმი მთლიანად მოიცავს იმ საგნებს, რაც ამ გეგმით არის გათვალისწინებული. ამის გარდა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ესგ-თი გაუთვალისწინებელ დამატებით სავალდებულო და არასავალდებულო საგნებს.
თეორიული ცოდნის მიწოდებისთვის სკოლა აცნობიერებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარებისა და ფასეულობების განვითარების მნიშვნელობას. ოქლიფის სკოლა მიზნად ისახავს განუვითაროს მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და კვლევის უნარები, ასწავლოს მათ, როგორ მართონ დრო და სივრცე და დაგეგმონ საკუთარი მომავალი, განავითარონ თავიანთი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკა. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ, გახდნენ კონკურენტუნარიანი ინდივიდები და სრულფასოვანი მოქალაქეები.
სახელმწიფო ენა
ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
მათემატიკა
უცხო ენები
I. ინგლისური
II. იაპონური
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
სოციალური მეცნიერებები
ისტორია
საქართველოს ისტორია
გეოგრაფია
მოქალაქეობა
სპორტი
დამატებითი სავალდებულო მომსახურეობა
კარიერული დაგეგმვის გაკვეთილები
არჩევითი კურსები
კომპიუტერული მეცნიერება
საზოგადოებრივი გეოგრაფია
მათემატიკა ბიზნესისთვის
დამატებითი არასავალდებულო საგნები
ბიზნეს ინგლისური
SAT მათემატიკა
SAT ვერბალი
გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი - TOEFL/IELTS
აკადემიური ინგლისური
კრიტიკული აზროვნება
ესთეტიკური აღზრდა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მუსიკა
პროექტები
პროექტი სამოქალაქო განათლებაში
პროექტი მუსიკაში/ხელოვნებაში