სანდრო მამულაშვილი
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, სანდრო მამულაშვილი Fordham University-ში ჩაირიცხა და სწავლას აშშ-ში, ფინანსების მიმართულებით აგრძელებს.
სანდრო, ასევე, ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
University of Massachusetts Amherst
State University of New York at Albany (SUNY Albany)
Florida International University
Rutgers University–New Brunswick
University of Illinois Chicago
ფორდჰემის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს აშშ-ში. ის გამოირჩევა ძლიერი პროგრამებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში და ბიზნესის სფეროში.
ფორდჰემის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიო ლიდერები, ხელოვნების ვარსკვლავები და ბიზნესის წარმატებული წარმომადგენლები — მათ შორის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც სწავლა სწორედ აქ დაიწყო.
ვულოცავთ სანდროს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.