Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

სალი ქურციკაშვილი

2026
University of Connecticut (US)
სალი ქურციკაშვილი

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი სალი ქურციკაშვილი ჩაირიცხა University of Connecticut (UConn)-ში და სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში გააგრძელებს.

University of Connecticut (UConn) აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, ინოვაციური კვლევებითა და მრავალფეროვანი საერთაშორისო გარემოთი. უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია ძლიერი პროგრამებით ბიზნესის, ინჟინერიის, ჯანდაცვის, სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით.

UConn სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და მჭიდრო თანამშრომლობას ინდუსტრიასთან. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრიტიკული აზროვნების, ლიდერული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რაც კურსდამთავრებულებს წარმატებული საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ სალის ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.