პავლე ჭიღლაძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი პავლე ჭიღლაძე ჩაირიცხა CIS University-ში და სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გააგრძელებს.
CIS University (College for International Studies) მადრიდში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ამერიკული უმაღლესი განათლების მოდელზე დაფუძნებულ პროგრამებს საერთაშორისო გარემოში. უნივერსიტეტი გამოირჩევა პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული მიდგომით, მცირე სასწავლო ჯგუფებითა და სტუდენტზე მორგებული განათლების სისტემით, რაც ხელს უწყობს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ განვითარებას.
CIS University განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას. სტუდენტები მონაწილეობენ რეალურ პროექტებში და იძენენ იმ ცოდნასა და კომპეტენციებს, რომლებიც მათ საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.
ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.
ვულოცავთ პავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.