ნუცა იაგანაშვილი
2025
Sciences Po, Paris
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ნუცა იაგანაშვილი პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, Sciences Po-ში ჩაირიცხა და სწავლას საფრანგეთში, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აგრძელებს.
Sciences Po ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს, რომ გახდნენ მომავალი ლიდერები პოლიტიკის, ბიზნესის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
Sciences Po-ს კურსდამთავრებულებს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან საფრანგეთის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი, ფრანსუა ოლანდი, ნიკოლა სარკოზი და სხვა.
ვულოცავთ ნუცას ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.