ნიკოლოზ დალაქიშვილი
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ნიკოლოზ დალაქიშვილი Fordham University-ში ჩაირიცხა და სწავლას აშშ-ში, ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე აგრძელებს.
ნიკოლოზი, ასევე, ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
Rutgers University
University at Albany, SUNY
Drexel University
University of Rochester
ფორდჰემის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს აშშ-ში. ის გამოირჩევა ძლიერი პროგრამებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში და ბიზნესის სფეროში.
ფორდჰემის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიო ლიდერები, ხელოვნების ვარსკვლავები და ბიზნესის წარმატებული წარმომადგენლები — მათ შორის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც სწავლა სწორედ აქ დაიწყო.
ვულოცავთ ნიკოლოზს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.