Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

ნიკოლას მელაშვილი

2026
Rochester Institute of Technology (US)
ნიკოლას მელაშვილი

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი ნიკოლას მელაშვილი ჩაირიცხა Rochester Institute of Technology (RIT)-ში და სექტემბრიდან სწავლას დაფინანსებით გააგრძელებს აშშ-ში, ფილმისა და ანიმაციის მიმართულებით.

Rochester Institute of Technology (RIT) აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომელიც საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს ინოვაციებზე, პრაქტიკულ სწავლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებით. უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია ხელოვნების, დიზაინის, კინოსა და ანიმაციის მიმართულებებით, სადაც სტუდენტები მუშაობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, მონაწილეობენ რეალურ პროექტებში და ქმნიან პროფესიულ პორტფოლიოს, რომელიც მათ წარმატებული საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ ნიკოლასს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.