ნატალი ბუბუტეიშვილი
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ნატალი ბუბუტეიშვილი, ჩაირიცხა IE University-ში და სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის (Computer Science and Artificial Intelligence) მიმართულებით გააგრძელებს.
ნატალი ასევე ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
Saint Louis University
Universidad Francisco de Vitoria
IE University ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი აკადემიური ხარისხით, ინოვაციური სწავლების მიდგომებითა და ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციით.
ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე — პროფესიული და აკადემიური მიმართულების შერჩევიდან, უნივერსიტეტების არჩევისა და სააპლიკაციო პროცესის გავლით, საბოლოო ჩარიცხვამდე.
ვულოცავთ ნატალის ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გულითადად ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი მომავალი კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატებით იქნება გამორჩეული.