Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

მარიამ შუბითიძე

2026
Fordham University (US)
მარიამ შუბითიძე

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი მარიამ შუბითიძე ჩაირიცხა Fordham University-ში და სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში, ნიუ-იორკში, პოლიტიკური ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელებს.

1841 წელს დაარსებული Fordham University აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, ძლიერი პროგრამებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესის, კომუნიკაციისა და სამართლის მიმართულებებით. ნიუ-იორკში მდებარეობა სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სწავლების პარალელურად გაიარონ სტაჟირება, დაამყარონ პროფესიული კავშირები და კარიერა საერთაშორისო გარემოში განავითარონ.

Fordham University-ის კურსდამთავრებულთა და ყოფილ სტუდენტთა შორის არიან ცნობილი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ შორისაა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც უმაღლესი განათლება სწორედ Fordham University-ში დაიწყო.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.