Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

მარიამ მაისურაძე

2025
International University of Monaco
მარიამ მაისურაძე

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, მარიამ მაისურაძე მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას მონაკოში, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აგრძელებს.

International University of Monaco გამოირჩევა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და განსაკუთრებით პოპულარულია იმ სტუდენტებში, ვისაც კარიერის გაგრძელება ფინანსებში, მენეჯმენტში, მარკეტინგსა და სპორტის მენეჯმენტში სურს.

IUM ასევე გამოირჩევა საერთაშორისო პარტნიორების დიდი რაოდენობით და სტუდენტთა დასაქმების მაღალი დონით - სტუდენტების 95%-ზე მეტი სწავლის დასრულებიდან 6 თვეში საქმდება.

ვულოცავთ მარიამს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.