Oakleaf Logo

Command Palette

Search for a command to run...

ლუკა თოიძე

2026
NABA (Italy)
ლუკა თოიძე

ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი ლუკა თოიძე ჩაირიცხა NABA-ში (Nuova Accademia di Belle Arti) და სექტემბრიდან სწავლას დაფინანსებით გააგრძელებს მილანში, ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით.

Nuova Accademia di Belle Arti (NABA) იტალიის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაა. აკადემიას კამპუსები აქვს მილანსა და რომში - ქალაქებში, რომლებიც მსოფლიო მოდის, დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ცენტრებად მიიჩნევა. NABA საერთაშორისო დონეზე აღიარებულია სწავლების მაღალი ხარისხითა და თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომით.

NABA გამოირჩევა შემოქმედებით ინდუსტრიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. სტუდენტები მუშაობენ რეალურ პროექტებზე, თანამშრომლობენ საერთაშორისო ბრენდებსა და პროფესიონალებთან და ქმნიან კონკურენტუნარიან პორტფოლიოს, რომელიც მათ საერთაშორისო კარიერისთვის ამზადებს.

ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.

ვულოცავთ ლუკას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.