კესო ფორჩხიძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, კესო ფორჩხიძე LUISS University-ში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა და სწავლას იტალიაში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით აგრძელებს.
LUISS University გამოირჩევა სოციალური მეცნიერებების, სამართლისა და ბიზნესის მიმართულებებით. LUISS ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია იტალიაში კურსდამთავრებულთა სწრაფი დასაქმების კუთხით – 90%-ზე მეტი მათგანი ერთი წლის განმავლობაში საქმდება. ის ასევე ლიდერია საერთაშორისო პარტნიორობების, სტუდენტური მობილობისა და ორმაგი დიპლომის პროგრამების მიხედვით.
LUISS 2023 წლის QS რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში მე-14, იტალიაში 1-ლი და ევროპაში მე-2 ადგილზეა პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
ვულოცავთ კესოს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.