გიორგი გვანცელაძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი გიორგი გვანცელაძე ჩაირიცხა ISM University of Management and Economics-ში და სექტემბრიდან სწავლას დაფინანსებით გააგრძელებს ვილნიუსში, ბიზნესის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით.
ISM University of Management and Economics ბალტიის რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სასწავლო გარემოთი, საერთაშორისო პარტნიორობებითა და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული პროგრამებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ რეალურ ბიზნეს პროექტებზე, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და განივითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც წარმატებული საერთაშორისო კარიერისთვის არის აუცილებელი.
ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.
ვულოცავთ გიორგის ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.