ერეკლე გამყრელიძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი, ერეკლე გამყრელიძე Fordham University-ში ჩაირიცხა და დაფინანსებით აგრძელებს სწავლას აშშ-ში, ფინანსების მიმართულებით.
ერეკლე, ასევე, ჩაირიცხა შემდეგ უნივერსიტეტებში:
Drexel University
University of Miami
Florida State University
Florida International University
ფორდჰემის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკში, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს აშშ-ში. ის გამოირჩევა ძლიერი პროგრამებით ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში და ბიზნესის სფეროში.
ფორდჰემის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიო ლიდერები, ხელოვნების ვარსკვლავები და ბიზნესის წარმატებული წარმომადგენლები — მათ შორის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც სწავლა სწორედ აქ დაიწყო.
ვულოცავთ ერეკლეს ამ შესანიშნავ მიღწევას და დარწმუნებულები ვართ, კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მისი მიღწევებით.