ელენე მელქაძე
ოქლიფის სკოლის მე-12 კლასელი ელენე მელქაძე ჩაირიცხა IE University-ში და სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში, სამართლის მიმართულებით გააგრძელებს.
ელენე, ასევე, ჩაირიცხა LUISS University-ში, იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა სამართლის, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებით.
IE University ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისოდ აღიარებულ აკადემიურ პროგრამებს. უნივერსიტეტი ცნობილია სწავლების მაღალი ხარისხით, ინოვაციური მიდგომებითა და ძლიერი საერთაშორისო გარემოთი, რაც სტუდენტებს წარმატებული პროფესიული კარიერისთვის ამზადებს.
ოქლიფის სკოლის კარიერის დაგეგმვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებსა და მშობლებთან უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესის ყველა ეტაპზე - საწყისი დაგეგმვიდან საბოლოო მიღებამდე.
ვულოცავთ ელენეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ მისი მომავალი წარმატებების დასაწყისია.