დათა თოფურია
2022
Drexel University, US
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ, დათა თოფურიამ მოიპოვა Drexel University-ის 100%-იანი დაფინანსება.
Drexel-ის უნივერსიტეტი, რომელიც 1891 წელს ფილადელფიაში დაარსდა, R1 დონის კერძო კვლევითი ინსტიტუტი და გლობალური ლიდერია ცდებზე დამყარებულ სწავლებაში;
US News & Reports-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ეროვნული უნივერსიტეტების რეიტინგში „დრექსელის უნივერსიტეტმა“ 103-ე ადგილი დაიკავა;
სკოლის სახელით ვულოცავთ დათას ამ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ.