ქართული კურიკულუმი
მიღება-ჩარიცხვის პროცედურები
გადაწყვეტილებებს მოსწავლეთა ცალკეულ კლასებში საბაზო ან საშუალო საფეხურებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და სკოლაში ადგილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, იღებს სკოლის დირექტორი.
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ.
სკოლა უზრუნველყოფს, რომ ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და შესაბამისი ბრძანება შეიტანოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS).
რეგისტრაციის განაცხადი
კონკრეტულ კლასში საბაზო ან საშუალო საფეხურზე ჩარიცხვის განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი:
სრულწლოვანი მოსწავლის განცხადება, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განაცხადი, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ინფორმაციას განმცხადებლისა და მოსწავლის შესახებ;
საცხოვრებელ მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
ჩარიცხვის მოთხოვნას;
თანდართული დოკუმენტების სიას;
წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას.
დოკუმენტები
განაცხადს თან უნდა ახლდეს:
არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარმოდგენისაგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.
გასაუბრება და ტესტირება
1. მოსწავლის ჩარიცხვისას სკოლა ესაუბრება მოსწავლეებს. გასაუბრებისა და ტესტირების მეშვეობით, მოწმდება ინგლისური ენისა და მათემატიკის ცოდნის დონე, ხდება ინტერესების სფეროს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც ხდება შემდგომში მოსწავლეების სხვადასხვა პროექტებში/აქტივობებში შეთავაზება.
ამავე გასაუბრების შედეგად ხდება კარიერის დაგეგმვისთვის მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობის განსაზღვრაც.
2. საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში სკოლა მოსწავლეებს დამატებითი მომსახურების სახით სთავაზობს უცხოური ენებისა და მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში შემავალ სხვადასხვა საგნებს (მაგ: მათემატიკასა და სტატისტიკას, ბიზნესის საფუძვლებს, ეკონომიკას, ბუღალტერიას, SAT (ვერბალური მათემატიკური ნაწილები) და ა.შ)