Royal Holloway, University of London 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩვენს კურსდამთავრებულებს მიიღებს

გიზიარებთ სასიხარულო ინფორმაციას - Royal Holloway, University of London 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩვენი foundation-ის პროგრამის კურსდამთავრებულებს მიიღებს. უნივერსიტეტმა foundation-ის პროგრამა მათ საბაკალავრო პროგრამაზე მოხვედრის წინაპირობად აღიარა.

ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ სწავლის გაერთიანებულ სამეფოში გაგრძელება, ჩაირიცხონ Royal Holloway-ის უნივერსიტეტში.

Royal Holloway-ის უნივერსიტეტი მდებარეობს ლონდონის ცენტრიდან დაახლოებით 19 მილის დაშორებით, ეგჰამში, სურეი. უნივერსიტეტის კამპუსი მოიცავს 135 ჰექტარს და გამოირჩევა ვიქტორიანული არქიტექტურით. უნივერსიტეტი მუდმივად მოწინავე ადგილს იკავებს ეროვნულ და საერთაშორისო რეიტინგებში, განსაკუთრებით კონკრეტული საგნებისთვის, როგორებიცაა მედია, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები და მენეჯმენტი.

Royal Holloway-ის ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული: კომპოზიტორი გუსტავ ჰოლსტი, მსახიობი ემილი უოტსონი და პოლიტიკოსები კვასი კვარტენგი (გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი და ყოფილი ხაზინის კანცლერი) და ემილი თორნბერი (გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • ტელ: 032 200 12 43
  • მობ.: 577 05 02 72
  • ელ.ფოსტა: contact@oakleaf.ge
  • მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, 33ა

დაგვიტოვე კომენტარი